среда, 22 июня 2016 г.





დღე 1
გავეცანით ვიუვერის პროგრამას, მასში მუშაობას. განვიხილეთ პროექტები: რომეო და ჯულიეტა...დავგეგმეთ პროექტზე მუშაობის ეტაპები.

დღე2


მოვისმინეთ პროექტის იდეები,დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება.პროექტის შინაარსი
უნდა იყოს მოკლე,ჩანდეს პრობლემა,რეალობასთან კავშირი.
  ამოვიწერეთ ის სტანდარტები და ინდიკატორები, რომლის შეფასებასაც ვაპირებთ  და გავგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე.


დღე 3


გავეცანით მიმართულების მიცემის საკვანძო კითხვების პრეზენტაციას და ჩამოვწერეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები ჩვენი პროექტისათვის. სტანდარტიდან გამომდინარე, დავწერეთ ისეთი სააზროვნო მიზნები, რომელიც უნდა ყოფილიყო კონკრეტული, მაღალ სააზროვნო უნარებზე გასასვლელი, რაც იძლევა შეფასების საშუალებს.
უნდა გავეცნოთ I  და  II მოდულის აქტივობებს, განახლებული ბლუმის ტაქსონომიას. დრაივზე ავტვირთეთ პორტფოლიო,სადაც შესაძლებელია ჩასწორება დამახსოვრების გარეშე.



დღე 4



გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს მეორე მოდულის  მესამე აქტივობიდან.ოთხი განმავითარებელი და ერთი განმსაზღვრელი.თითოეული მიზნისთვის შევარჩიეთ
მეთოდები და ინსტრუმენტები,რომლებსაც გამოვიყენებთ პროექტის დასაწყისში
მსვლელობისათვის და პროექტის დასრულების შემდეგ.
მოსწავლეთა საჭიროების შესაბამისად შევადგინეთ დიაგრამა-,,ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე,,
დავალება-მიზნების შესაბამისი აქტივობების დაწერა.